ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მთაო, შე შაუპოვარო

მთაო, შე შაუპოვარო, რამ-რა გაგხადა შტერადა, – დაჰყურებ ჭმუნვით ქვეყანას, გადაქცეული ცქერადა?! ის აღარა ვარ, ბიძაო, რაც გინახივარ ძველადა, მე ქვეყანაში მოვდივარ, როგორც ბალახი ღერადა. ვერც პურს ვსჭამ მოსვენებითა, ვეღარც დავმჯდარვარ მღერადა. შენ მე მიყურებ, მე – შენა, ორნივე გავხდით შტერადა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მთაო, შე შაუპოვარო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში