ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1888

მრწამს, მარად მიწამებია

(სიმღერა) მრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა ქარმ რო გაფანტოს ხმელადა, თვითოში მაინც ენთება ტიალ სურვილი ცხელადა, ავის მჩაგრავად, კეთილის მუდამ იქნება მცველადა, ბეჩავის, გაჭირვებულის მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა. კარგს გულს არა ჰლავს ბუნება, თან დააქვს ძველსძველადა!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მრწამს, მარად მიწამებია | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში