პოეზია
მოხუცის სიმღერა
დამძინებიყო ჭაბუკსა,
პირ-ტიტველს, უწვერულასა.
გამომეღვიძა… თმა-წვერი
მიგვანდა ბამბის ქულასა.
მწყინდა და ვიწყევლებოდი,
მოვიგონებდი თუ რასა.
რა მალე გავთეთრებულვარ!
ნეტავ, სადა და როდისა?
გავმხდარვარ წლისა ასისა,
დაძინებული ოცისა.
აღარ ვვარგივარ სასტუმროდ,
აღარც ღირსი ვარ კოცნისა,
აღარც ვინ შველას მენუკავს,
შედგმა უნდოდეს ბოძისა.
უნდა სენაკში სამ ვიდგე,
ხმა გესმასთ ჩემის ლოცვისა.
ამომავალი მზის სხივი
მე როდი მომეფინება!
მცილდება კეკლუცთ თვალთ ხედვა,
მწყინს, მწარედ გამეცინება.
ერთია ჩემი წამალი:
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა