ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მოხუცის რაინდის სიმღერა

განა სიცოცხლე რად მინდა? იგი არ მიღირს ჩირადა. ამ მოხუცს ძვალებს ვინახავ ტყვიისგან გასაგმირადა. თუ მტერს ვერა ვძლევ, სიცოცხლე ჩემი ხომ ჩემი ნებაა, მტერს მოვკლავ, ან შევაკვდები, – უპირველესი მცნებაა, ძველთაგან გადმოცემული, სისხლ-ცრემლით დანაბეჭდია. წავწყმდე სულით და ხორცითა, თუ ცრუად დავიყბედია. ესაა, ვუცდი შემთხვევას, მოვკვდე სადამე ველადა. მკვდარი თუნდ მგლებმა შამჭამონ, თუნდა მათრიონ მელათა, ოღონდ ნანატრი ამიხდეს, სულს ამოვიწვდი ხელადა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა