პოეზია
მოღვაწეს
გავგზავნეთ, იმედი გვქონდა,
რომ გაგვიჩარხავს საქმესა,
და იცით მართლა მან რა ჰქნა?
თავს წამოადგა ამქრებსა.
მოგვივა გაბრწყინებული,
როგორაც მთვარე ცაზედა.
ბალღთა ტირილი შაესმის,
როს გამოივლის გზაზედა,
მაგრამ ის იტყვის: „რა გინდათ?
რას შამომტირით მენაო?!
«გავბრწყინდი», აღარ მადარდებს
თქვენი რჯული და ენაო“.
რად არ გაშინებს, რეგვენო,
იმ შავს დღეს ამოქშენაო?
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა