ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მოდი,მოხშირდი, ჭაღარავ

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა გულის ჯახირი, დამღალა მისმა ბგერამა; დღესაქამომდე მის ღელვა ვერ დაამშვიდა ვერრამა; _ ბერ მუხად გულში იფარჩხვის, რაც მიანდერძა დედამა, _ დაწურა, სისხლად დაწურა ქვეყნის უღმერთოდ რბევამა; ტანზე ამასხა ეკალი საფლავთ წინაპართ კვნესამა, აკლდამებიდამ მწყრომარედ იმათმა გადმოხედვამა.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2669.modimokhshirdi-chagharav.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა