ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მერცხლის სიმღერა

დავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგდებო, ცოტა ხანს დამაცალეო!.. რა გინდა? რას მეპარები? დედა ვარ, შამიბრალეო!
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2663.mertskhlis-simghera.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა