ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მე რომ ღმერთმ ცოლ-რძალი მამცა

* * მე რო ღმერთმ ცოლ-რძალი მამცა, ბედიც ამასა ჰქვიანო, ოც-ოცს შასჭამენ ხინკალსა, ერთურთს არ დაუცდიანო. უვლიან გარეშამოსა, მუდამდღე სახლსა ჰგვიანო, კართ უკვენ ნაგავს ინახვენ, ერთს თვეზე გადაჰყრიანო. ნემსს და ნემსის კუდს ეძებენ, თითით ნაგავსა სთხრიანო. დაქსოვეს ხალიჩეები, ვაჭრები მამიდიანო. დუშმნის ჯავრს, მოქიშპისასა, ესეებ ამამყრიანო. ორნია, მაგრამ კარგნია, მთელს სოფელს გაუდრიანო. დღით სამჯერ დაიძინებენ, ხალიჩას გაიშლიანო. თუ რამ წამიხდა სახლშია, ცხარეს ცრემლს გადმაჰშლიანო. ქუდს ვუხდი: „თვალებს ნუ ითხრით“, მაგრამ არ დაიშლიანო!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მე რომ ღმერთმ ცოლ-რძალი მამცა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში