ვაჟა-ფშაველა
პოეზია

„იუბილეი“ გახშირდა

„იუბილეი“ გახშირდა, როგორც მაისში რწყილები. ბედნიერი ხარ, სამშობლოვ, ბედნიერი გყავს შვილები! იუბილიარს დაგითვლი, – რამდენიც დღეა წელშია, არტისტი, გინდა პოეტი, უთვალავია ჩვენშია. რომ დავსაჩუქროთ, მივდივართ ყველა გვირგვინით ხელშია. არ იტყვი, არ დაიჯერებ, სამშობლო კაი დღეშია?! ერთი გვაკლია მხოლოდა, არ მოგვივიდა თავშია, რომ ვირი გამოვარჩიეთ ამოდენს დუნიაშია. რამდენი შრომა მიუძღვის მწვანილის მოტანაშია, ყროყინში, წიხლის ქნევაში, გვერდების მოფხანაშია! ჩვენ კი არ ვფიქრობთ არაფერს ამ ძვირფას მოღვაწეზედა, რომ იმისთვისაც დაგვედგა დაფნის გვირგვინი თავზედა. რად გავიწყდებათ, ქართველნო, იფიქრეთ, მოდით ჭკვაზედა!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    „იუბილეი“ გახშირდა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში