ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1886

ისევ შენ, ისევ, ქალაო

(სიმღერა) ისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები, - დამიტირია. მაღლისა მთისა წვერზედა საფლავი გაამითხაროდი, ჩემის სამშობლოს ქვიშანი ხშირ-ხშირად მომაყაროდი. სოფლისგან დავიწყებულსა შენც დამივიწყებ მალეო, მალე იშოვი საქმროსა, უკან გაჰყვები ხვალვეო. ემ კლდეებს მაინც შესტირე დანაბარები ჩემია: იდგნენ გულსალნი ამაყად, არ შამაუშვან მტერია! ნუ დაიწყებენ ჩამოშლას… არწივთ მოზარდონ წიწილნი, დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს, მალ- მალ მაიღონ ბიბინი; მთებმა ახარონ ყვავილნი, კისრით ატარონ ნისლები, მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, - ისევ ცოცხალი ვიქნები.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ისევ შენ, ისევ, ქალაო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში