ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1913

იმერეთს

ერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხთ-იქითურო დედაო! ვხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულად შენშია ქართლსა და კახეთს ვხედაო. ფარ-ხმალო საქართველოსავ, სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო! ის მომწონს, თავის ქვეყნისა კარებს რომ მაგრა ჰკეტაო. ვნება ნუ ასცდეს, სავნებლად ვინაც შენ გაგიმეტაო!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    იმერეთს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში