ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1903

იას უთხარით ტურფასა

იას უთხარით ტურფასა მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო; ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავს მზესა, ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებრალებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    იას უთხარით ტურფასა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში