ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ჰეი, ტკბილო ხმებო

ჰეი, ტკბილო ხმებო, თქვე ჩემო მტრებო! ცაში მიგყევართ, ღვთიურ ხმას ჰგევხართ. თავს თქვენ მავიწყებთ, მიტომ მამიწებთ; სრულად მოგანდეთ მე ჩემი თავი და აღარ ვფიქრობ შამემთხვას ავი, ან მოვკვდე სადმე ოხერ-ტიალად: ქმნილი ვარ მისი ტანჯვის ფიალად. ეჰ, ხმებო, ხმებო, დებო და ძმებო, მომაპყართ სმენა! თქვენა მკლავთ, თქვენა! თქვენ შამაყვარეთ მშობელი ენა, ტანჯვით ცხოვრება და აღმაფრენა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/2012/02/12/hei-tkbilo-khmebo/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჰეი, ტკბილო ხმებო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში