პოეზია
გულიც მეყოფა საამოდ
გულიც მეყოფა საამოდ,
ღვინოს ნუ მასმევთ უხვადა.
თუ დავთვრი, ეს მასპინძლობა
მაშინ ჩაგივლისთ ფუჭადა…
ტვინს ნუ დავჩაგრავთ, ცოდვაა,
ნუ გადვიქცევით კუჭადა.
თორემ სმით ვერ შემაშინებთ,
თედო აქა მყავ ბურჯადა.
მოართვით, რამდენიც გსურდესთ,
ღვინო ბიჭს ჩასაყლურჭადა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა