ვაჟა-ფშაველა
პოემა

გიორგი ლეონიძეს

სიჭაბუკის დროს პირველად როს ვახილებდი თვალებსა და ვუცქეროდი მტირალი სამშობლოს განაწვალებსა - ვეძებდი აქეთ-იქეთა ქვეყნის დამხმარე ძალებსა, არავინ უჩანდა დარაჯად ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა. ვტიროდი უფრო ძალიან, ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა... დღეს, ვხედავ, გაჰმრავლებიან მშობელ ქვეყანას შვილები; მტერს არ მისცემენ სათელად თავის სამშობლოს გმირები, მირჩება წყლული გულისა, ბყუჩდები ანატირები.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2624.giorgi-leonidzes.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გიორგი ლეონიძეს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში