ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ღვარი მოვიდა საშინელი რამ

ღვარი მოვიდა საშინელი რამ, ვის შაუძლიან მისი აწერა?! რაც კი ჩვენ ვიცით ჯოჯოხეთზედა, უსაშინლესი მასზე ცხრაჯერა. რაც რამ წინ დაჰხვდა: ხე, ქვა თუ სახლი – ყველა დალეწა და გაამტვერა. მიწას არყევდა, ცას აოცებდა, ისეთი ძალა მას რამ შთაჰბერა? ფრინველნი თრთიან, ნადირნი ჰკრთიან. ღვარის ღრიალზედ, იმის ხმაზედა და ნისლიც მირბის დასამალავად, თავ-რეტ-დასხმული, მაღლა მთაზედა. ყველა უგუნურს მამას ეს მოსდის, როცა არა ჰზრდის შვილსა ჭკვაზედა. რად არ იცოდა, ეს მოხდებოდა, რომ აწვიმებდა მიწას ძალზედა?! [უთარიღო] შენიშვნები და ვარიანტები: ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 144. 12 ყოფილა: და მიბარბაცებს მაღლა მთაზედა, – შესწორებულია: თავ-რეტ-დასხმული მაღლა მთაზედა. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: საკვირველია. 14 სტრ. დასაწყისში წაშლილია: თუ. 14 სტრ. შემდეგ წაშლილია ორი სტრიქონი: თორემ სად თქმულა, – ემალებოდეს მშობელი შობილს. რისთვის, რაზედა?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ღვარი მოვიდა საშინელი რამ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში