ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას, ნუ აუტირებ მშობელსა, ნუ მიაბარებ შავს მიწას ამ სოფლის გაუცნობელსა, ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა, ნუ გამხდი შენსა მგმობელსა! აცადე, გაძღეს სიცოცხლით, – ავის და კარგის ნახვითა, შაეძლოს მამულის დაცვა გამაგრებულის მკლავითა. თუ არ აცლიდი, სოფელი რადღა აჩვენე თვალითა?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში