ვაჟა-ფშაველა
პოემა

ღმერთო, ნუ მოჰკლავ ...

ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას, ნუ აუტირებ მშობელსა, ნუ მიაბარებ შავ მიწას ამ სოფლის გაუცნობელსა, ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა ნუ გამხდი შენსა მგმობელსა! აცადე, გაძღეს სიცოცხლით, - ავის და კარგის ნახვითა, შაეძლოს მამულის დაცვა გამაგრებულის მკლავითა. თუ არ აცლიდი, სოფელი რადღა აჩვენე თვალითა?!
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/24-gmerto-nu-mohklav

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ღმერთო, ნუ მოჰკლავ ... | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში