პოეზია
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი,
დასწყიოს მისი გზა-კვალი.
როდი დაიშლის თავისას,
ჩემზე უჭირავს სულ თვალი.
მე რო ღმერთს ვეხვეწებოდე,
ვევედრებოდე შველასა,
ცოდვათა შემსუბუქებას
და სიცოცხლეში შვებასა, –
ის კი თავისას არ იშლის,
მაძლევს სხვა ჯურის მცნებასა:
„გეყოფა, რამდენს ჰლოცულობ,
იტკივებ შუბლს და კეფასა!
ალაღე თავისი თავი,
რას დასდევ ქვეყნის რგებასა!“
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა