პოეზია
ღიღინი (1901)
(ვუძღვნი აკაკის)
გაკაჟდი, გულო,
გაფხავდი, ენავ!
ვერას დამაკლებ, შავთ დროთა დენავ!
სანამ მაქვს სმენა
და პირში ქშენა,
ვერას დამაკლებს ძაღლების ღრენა!
სანამ მაქვს ჯანი
და ფეხზედ ჯღანი,
მუშაობს მკლავი და ტანზე თავი, –
მოკეთის ბაზმა
და მტრისთვის ავი
ვარ და ვიქნები.
მკვდარს რაღა მეზღვის?
ან რაღა მეთქმის?!
ცოცხალს კი ესა გულს დამეთესა:
ყელსა მჭრის დანით
მოძმეთა კვნესა!
მიტომ არ ვიშლი,
ენასა ვლესავ
და მგლოვიარეს ქართულსა ვთესავ.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა