ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ღიღინი

იმ დღეს ჩიოდა პეტრუზა: „ბევრი მეწვება ნისია“. ვაჭრობის წესი ეგ არის, ნუ გასჯავრდები, ბიძია! მაშ ჩვენ რაღა ვქნათ – ბოსტანში აღარა მოგვდის ქინძია. ქერი და პური მთლიანად გადაგვიძოვა კალიამ! სახლი სულ გაგვიტიალა თაგვმა, თხილ-კაკალ-პარიამ. მეც ბარემ ბევრი ვიყვირე: „ადე, გააგდე, მარიამ!“ ვერცა-რა იმას ვასმინე, აღარც ბალღები დამყვენა, ვეღარას გავხდი, ტყუილად ყელი და გული გავქენა. გოდრები დაცარიელდა, თავშიაც ჭკუა „ნიატა“. ჯიბეც იძახის: „დავირჩვი, ეშმაკი ამეკვიატა!“ [1890 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა