ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1886

გაზაფხულს ია ამოდის

გაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ყვირისო, - ე ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთის პირად ბუ გულსაკლავად კიოდეს; ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა ჩემებრივ გული სტკიოდეს?! მითამ სუყველას ბოლო აქვს, ზღვანიც კი დაშრებიანო; მაშ ჩემი გულის დამჭრელნი რატომ არ გასწყდებიანო?!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა