ვაჟა-ფშაველა
პოეზია

გასწი, იარე

გასწი, იარე, სანამდის, ვიდრე არ გაგითავდეს სამზღვარი, კიდე – და სადმე კლდეზე არ გადიჩეხო, ეგ მძიმე გოგრა არ გაიჩეხო. სადა ხარ, მეხო, თავ-პირის მტეხო, რომ დაიჭეხო და ჩემს ექვთიმეს, მარტო იმის „მეს“ ზედ დაეჯახო, რომ მეცა გნახო. ვითომ ვიტირო? უნდა ვიყვირო: „მოგვიკვდა გმირი, როგორაც ვირი – თავის ქვეყნისა ლიბო და ძირი. მისთანა ბიჭი ჩვენშია ძვირი. დაუდგა ენა, გაუხმა პირი. მისი სიცოცხლე ღირს პანტის ჩირი. მკვდარი რას იგრძნობს, ვინც რა უნდა სთქვას, ცელმა მოთიბოს და წისქვილმა ფქვას“.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა