ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1895

გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ

გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ, შუაზე მოფის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა გაკოცო, მაკოცო, შენს სახეს ვხედავ მღიმარეს, მაგრამ ვერსაით გამოვედ ამ სატიალოს მდინარეს. მეც უნავო ვარ, შენაცა, ცურვა არ ვიცით, ვტირითა; მეშველიც არვინ გვიჩნდება არც ციდან, აღარც ძირითა, შენ მე მიმელი, მე - შენა გაცინებული პირითა. ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ, მდინარე ბრაზობს, ღრიალებს, ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი, როგორ შავადა ტრიალებს!.. რა უნუგეშო ყოფნაა, წელთა სვლა მხოლოდ მზერაში; რომ მოვკვდე ბევრით ჰჯობია, მაინც გარგივარ ვერრაში!.. არა, ის მინდა, გხედავდე, ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში