ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ფშაური მუხამბაზი

(ვუძღვნი ჩემს ძმას შიოს) გაჩეჩილაძე ღიღინებს, მდგომი „სორაპნის“ კარზედა: „შენი ჭირიმე, უფალო, რომ დამარიგე ჭკვაზედა, ვაჟა-ფშაველამ მაწვნია, მეც მოვექეცი ახზედა: რაც ფული უნდა მიმეცა, გადავიტანე სხვაზედა. ეტყვიან შიო მღვიმელსა, განთქმული არი სმაზედა, უკან არ იხევს, თუ საქმე მიდგა ლექსების თქმაზედა. თან წავჩურჩულე: შენ მიშველ, ძმავ, უმტკიცესო ძმაზედა, როგორც სამსონმა მიშველა მედიატორეთ სჯაზედა. შენ გქონდეს, ვაჟა-ფშაველას რისთვისა მივცეთ, რაზედა? რა შრომა გაუწევია, დაჯდეს, მთა კვნიტოს მთაზედა. არ მიღალატე, ძმობილო, მადლობელი ვარ მაზედა, ერთი სხვა შენებრ ოსტატი არ ვიცი ქვეყანაზედა… . . . . . . . . . . გირჩევ, ეხლავე ეცადო, ძმა აამხედრო ძმაზედა, არც სანდროს მისცე, არც ვაჟას, ხელი გეკიდოს ჭკვაზედა…“ ამ დროსა შიო მღვიმელი პადვალში იჯდა სკამზედა, ადღეგრძელებდა, რაც კი რამ არსებობს ქვეყანაზედა: სამშობლოს, ლიტერატურას, ქვაც თუ სადმე ძევს ქვაზედა. თამამად ამორჩეულსა ჯდომა უხდება ჯარზედა. გვერდს უზის ბუქურაული, ყანწებსა სცლიდა ყანწზედა. მოსაკრავენი ატკბობენ, კიკლია ჰანგს სცვლის ჰანგზედა. მოსულა ვაჟა-ფშაველა ამ ჟრიამულის ხმაზედა, უცქერის კარებიდანა, ცრემლი უგორავ თვალზედა
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა