ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1886

ერთხელც იქნება, მოვკვდები

ერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გულსა დაეხვევიან გაშმაგებულნი ჭიანი, ვეღარას მიშველს ქვითინით ჩემი ლამაზი თმიანი, ტყუილად აშფოთდებიან ჩემნი წაწალნი იანი. ამაოდ ჩამოსხდებიან ციდამ ვარსკვლავნი ბარადა, ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე, მაღლით მომხტომი ჩქარადა, მოსქდება კლდისა ნაპრალი, ჩაიჭედება ჭალადა… ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ გადაქცეული მკვდარადა.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ერთხელც იქნება, მოვკვდები | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში