ვაჟა-ფშაველა
პოეზია

დროება

ოხ, დროებაო, უღალავად ქვეყნად მავალო! როდემდის უნდა დაუდგრომლად შენ იტრიალო, როდემდის უნდა ქვეყნის ბედი ათასფრად სცვალო, – ერთხელ კარგ საქმეს დენა შენი არ ანაცვალო? როდემდის უნდა შენს დენაში ზოგი ცეკვავდეს, ზოგი-კი ჯავრით, ნაღვლით სავსე მწარედ კვნესოდეს, ზოგსა ჩონგური ხელთ ეპყრას, ლექსს დასძახოდეს, ზოგს მიწის თხრაში ქარჩის ქნევით წელი სწყდებოდეს?! აბა ხელახლად მოიარე, რაც რომ იარე, და დააკვირდი, მაგ ტანტალით რა მოიტანე? კარგა გაჩხრიკე, მოდი მერე და მომიტანე ამბავი, თუ რამ სარგებლობა კაცს მოუტანე!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა