ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

დღესნამდე დაბლა ჰყვაოდა

დღესნამდე დაბლა ჰყვაოდა ია, ლუსუმა, ვარდია. რას ვიფიქრებდი, ესენი ჰაერშიც დავინახია! აღარა მიჭირს, კარგად ვარ, აღარაფრის მაქვს დარდია, კარგი მაქვს წუთისოფელი, კაი დროს დავიბადია. აღარ მიჩხვლეტავს ეკალი, ვეღარ დამიჭერს ბარდია. თავისუფლად ჰყეფს არწივი, ცელქობს მერცხალი მარდია. მტერს დღე-ნაკლული ვეგონე, მხედავს, რო გავიზარდია. იჭედვის ტალად, სალს კლდედა ოცნება მხდალი, მჩატია. სიმართლემ ჯაჭვი ჩაიცვა, აზრმა დაიდგა ტახტია. მას წარბს ვერ უხრის მუქარა, თოფ-ზარბაზანი, ლახტია. სანაგვეზედა ნაგდები დღეს სამლოცველო ხატია. კარგად ვარ, წყლული მირჩება, აღარაფრის მაქვს დარდია. კარგი მაქვს წუთისოფელი, კაი დროს დავიბადია
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა