ვაჟა-ფშაველა
პოემა

დარო ზურაბიშვილს

(ალბომში ჩაწერილი) ლამაზს ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა, - შენი ნათქვამის ქართულით მაამე მეტისმეტადა! ნეტავ, სულ ეგრე გაუბნა, როცა ვიქნებით ერთადა: მოკლულს, ბნელს გულსა ნათელი თავს დაადგება სვეტადა. ვცოცხლდები, აწმყოს ბეჩავსა მე ვცნობ მომავლის ბედადა, ხელში ავიღებ ჩონგურსა ლექსების დასაბღერტადა. – ვლოცულობ ნამდვილ ქართველს ქალს ცა-ხმელთ მფლობელთან ერთადა...
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2633.daro-zurabishvils.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    დარო ზურაბიშვილს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში