ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1903

დამსეტყვე, ცაო

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!.. განა მარტო ვარ ამ ქვეყნად, სხვაც მრავალია ჩემფერა, ვისაც არვ ტარასტა სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა. ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, - გულიც მან გამიერთფერა. ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯერ სერ-სერა; დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს ათასჯერ, განა ერთხელა; და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი... მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი! ბარო, წამნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი!.. ისევ მტერი ვარ იმისა, ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, - იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი. სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს - კეთილსა ვყვანდე ზიარად; ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად... ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, - ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    დამსეტყვე, ცაო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში