ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

დაე აყროლდეს სოფელი

დაე აყროლდეს სოფელი, სრულიად დაღრღნან ჭიათა, ზედ იფარფარონ ონხებზედ სვავთა, უმსგავსო ფრთიანთა. ჩემი ლამაზიც მკვდარია, გულს სვავი აზის მცონარი, ძუძუს პირს ჩამოჰკლაკვნია წითელის სისხლის ზონარი. ვაჰმე, იქნება გულს დარჩეს წყლულად ეს ბილწის ონარი! იმ ღვთისგან შაჩვენებულსა დაუგლეჯია კავები, ნიდაყვის ძირში დაუჭრავ მის ბროლისფერი მკლავები. არა, არ მგონის, რომ შაგრჩეს მაგის სასვავედ გახდომა, მაგის თვალების ფოფინის, თლილი თითების დადგომა… კიდევოთ მოვა, რა ვიცი, იესო ქრისტეს აღდგომა!.. [1886 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა