პოეზია
დ. კ–ს
ნუ გამაგონებ მაგ მკვდარს სიტყვასა,
მკვლელსა შხამივით, დამაძინარსა.
ბარემ სამარე დღეს გამითხარე,
რომ არ ვიხილო სამშობლო მხარე.
ამ შავის დროის ნიშის საგებლად
გულს დარჩენია მხოლოდ იმედი:
ჩემის ქვეყნისა ცრემლის საწმენდლად
წითლის თავშალით მიცინის ბედი.
ნუ, მეგობარო, ნუ გამაგონებ
მაგ მონურს სიტყვას, დამაძინარსა,
[დი]დი ხანია თვალებს გაყოლებ,
. . . უბთხვები კუბოს ფიცარსა.
. . . აგერ ჩემს ქვეყანას ფარვიან მთები,
[შემოსდ]გომიან დასაცველად, ვით შვილსა დედა,
[მა]თ შუბლ-შახმუჭვით რკინის მკერდები,
ტყვია ვერ გასტეხს, თუნდ მივიდეს ათასი ზედა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა