ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც

ჩვენთვისც იკარგვის, თქვენთვისაც, რას დაგიღიათ პირები? ნუთუ კარგ მამა-პაპასა არ ჰყვანდეს კარგი შვილები?! როგორ არ ჰხედავთ, გზა გეკრვისთ, გარს შემოგერტყათ თხრილები? თქვენ ბაი-ბუად არ ივლებთ, მაღლა გიჭირავთ ცხვირები. ხომ ჰხედავთ, ბოლოს გამწარდა ის სიტკბო დანაპირები, გახუნდა მუნდირებზედაც ოქროთ ნაფერი ღილები!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა