ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ჩვენს მხცოვან მოღვაწეებს

ჩემის სამშობლოს არწივნო, მოგესალმებით მთურადა; საფერო არაფერი მაქვს, პირდაპირ გეტყვით ძმურადა: მომაქვის ქუჩის გვირგვინი თქვენს თავზე დასახურადა. რად ჰფიქრობთ, ახლები ვცნობდეთ თქვენს შრომას დაკარგულადა?! წყვდიადს ნათელი მოჰფინეთ, გაიღვიძეთო, იძახდით. სნეულის მშობლის წამალსა ხე-ქვასაც კიდევ ჰკითხავდით; რითაც შაგეძლოთ, სცდილობდით, თავის ქვეყანას იცავდით. ოღრო-ჩოღროსა ალაგსა დასდეთ ბილიკი სავალი, შიშველის ხელით დაჰგლიჯეთ ნარი-ეკალი მრავალი!.. რომელი ჭკვათა მყოფელი უარჰყოფს თქვენსა შრომასა? მიკვირს, რად უგდებთ თქვენც ყურსა ერთს-ორს ურწმუნო თომასა… საცა სიმართლე ჰღაღადებს, იქვეა აზრთა ცდომაცა!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა