სიმღერა
ჩიტის სიმღერა
მე ჩიტი ვარ – ჩიტუნია პატარა,
ფეხ-შიშველი, ტან-შიშველი, ნაცარა;
სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, არც ბინა,
არსად დედა, რომ ჩემთვის გაეცინა,
თავის შვილი კალთაში ჩაეწვინა, –
ეთქვა ჩემთვის ღიღინითა ნანინა
და მეც ტკბილად იმ ხმაზე დამეძინა.
ნეტავ, რად მომეწყინა?
ვიცი, ვიცი, ყველა ჩემი მტერია,
ალალს და ქორს თვალები უბღვერია.
რადა ვტირი? ვინ რას მომცემს დარდშია?
დამიტევენ? – დავემალვი ბარდშია,
და მანამდე დამბრუნავენ თავზედა,
იქ ვიმღერებ, არ გამოვალ კარზედა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა