ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ჩემ სიყმაწვილეს მივტირი

ჩემ სიყმაწვილეს მივტირი მარტოდ-მარტოკა მიტომა, რომ მაშინ ყველა მიყვარდა, ახლა ეშმაკმა მიტომა. ნარისა ვარდად მხედავი, დავცინი ბავშურს გრძნობასა, თუმც მაშინდელი სირეგვნე სჯობ ჩემს ეხლანდელს ბრძნობასა. სად ია-ვარდის ოცნება, სად „ჩოთქ-არშინის“ წკრიალი? სად ანგელოზი, სად ქაჯის ოინბაზური ტრიალი?! ათასი მიეთ-მოეთი, ფერობა, ენის ტკრციალი, ათასგან ჩაძრომ-გაძრომა, ცხოვრება ცუნცრუკიანი – ღრეჯის, ფეხების ლოკვისა, – უმსგავსი, მუწუკიანი?! ნეტავი ბავშად მამყოფა, – (შეცვალა წესი ტიალი) – სრულ თავის უბირობითა, გონით და გრძნობით ღვთიანი, და ისევ ბავშად ყოფილსა დღე დამიბნელა მზიანი!.. [1913 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა