ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ბალღების სიმღერა

ღმერთმა გვიცოცხლოს ის კაცი, ვინც ქართლის შვილებს სწყალობსო, ვის შემწეობით ჩვენგანი ბევრი კაცობას სწავლობსო. ვინც ჩვენ სიკეთეს გვიშვრება, არ დავივიწყებთ ბალღები, მტერთან ბრძოლასა შავიძლებთ, დაგვიმსხვილდება მკლავები. დღეს ქრისტე აღსდგა… ვეცდებით აღსდგეს ბედკრული ერია, რომ ვერ გვლახავდეს დღევანდლებრ შეუბრალები მტერია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა