პოეზია
ახ, ნეტავ, გულით რაც მინდა
ახ, ნეტავ, გულით რაც მინდა,
ის მომიყვანა ყანადა!
დღე-ღამეს გავასწორებდი,
მარტო მოვმკიდი თავადა,
არავის შველა მინდოდა,
ვიმუშავებდი ცალადა.
გინდ შავჭრილიყავ ნამგალსა,
გინდ გავმხდარიყავ ავადა.
მოუხდებოდა ჩემ გულ-მკერდს,
ოფლი მდენიყო ღვარადა.
მარტო გავლეწდი კალოსა,
დავაგროვებდი ხვავადა.
ზურგით წისქვილში ვზიდავდი
ხორბალსა დასაფქავადა.
პურს თავად გამოვაცხობდი
ფეხზე მდგომელი მარადა.
დავპატიჟებდი ქვეყანას
მზამზარეულზე ჭამადა,
თავს ბედნიერად ვიგრძნობდი,
არ ვიგლოვებდი კვალადა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა