ვაჟა-ფშაველა
პოემა

არად მიღირს

მინდა გულმა გაიხადოს თალხები, მინდა ცხოვლად ავახილო თვალები, მხიარულმა ვნახო მუდამ ქალები, რომ დავჩაგრო ქვეყნის მსრველი ძალები. მაგრამ არა! გულში ისევ ბნელია: უმსგავსობა ვერსად გამიმხელია, ვიმალები, უმსგავსი ვარ, მრცხვენია, ბნელი ძალა ჯერ ვერ დამიძლევია. ღირსი არ ვარ თქვენთან ყოფნის, სალმისა, არც მღერისა, ქაღალდის და კალმისა.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/1z-arad-migirs

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა