ვაჟა-ფშაველა
პოეზია, საბავშვო

ანკარა წყარო

ანკარა წყარო მთიდანა ეშურებოდა ბარადა – გადადიოდა ლოდებზე წვრილ მარგალიტის თვალადა. თან ამას მოიმღეროდა, ვით საპატარძლო ქალია: – ნეტავ სულ ია-ვარდს ვრწყავდე, იმდენი მომცა ძალია… ნეტავ არავინ მამღვრევდეს, არა მქელავდენ ღორები, რაც ღმერთმა მომცა ბუნება, იმას ნუმც გავეშორები.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/childish/1y-ankara-wkaro

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ანკარა წყარო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში