ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ალბომში

რა მოვიგონო ან რა დავწერო, დღე და ღამ ვსტირი, გულს მაწევს სევდა. ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი, საგანი ნაღვლის: ქართველი დედა, იმასთან ერთად ივერის ბედი, დღეს უპატრონო… მას უნდა შველა, და ალბომებში ლექსების წერით გახდება რასმე ვაჟა-ფშაველა?
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა