ვაჟა-ფშაველა
პოეზია

აკროსტიხები

კარ-მიდამოში ხშირადა ნახავთ, აჭრიალდება ფერითა ჭრელი: ჭირს თავს არ მისცემს, მუდამ ლაღია კრუხ-წიწილისა მოსისხლე მტერი. არვის დაინდობს, მეტად ქურდია, ჭირია ბეჭედ-ქინძისთავისა, ილაპარაკებს, თუ დაატყვევებ, აბა გაიგე სახელი მისა. 2 დიდ-ფაშვიანი, თვალებ-ბრიალა იყო ერთს დროსა მსაჯული ჩვენი. არ შეჰხედავდა მოჩივარს სწორედ, მრისხანე სახის მელურად მჩენი. ბატონი კარგი: იმის მოწყალე, ესტუმრებოდა რომელიც ძღვნითა, გაამტყუნებდა ალალ-მართალსა იგი შუბლ-შეკვრით, მაღალი ხმითა. 3 იალაღზე სძოვს ღამეობითა, რა გათენდება, ტყეს ეფარება; ერთი იმის თვალით დანახვა მოუწყინარი არს ნეტარება; იმისი რქები ბორჯღლიანები ალაჩოღივით ტანს ეფარება.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა