ტერენტი გრანელი
პოეზია

გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ, წინ მეშლება სხვა ოცნების არე. მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/876-terenti-graneli--gazafxulis-saghamo.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გაზაფხულის საღამო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში