პოეზია
თეთრად ქათქათებს
თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?
გამოდი, გამომზიგულდი,
რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!
შეხედე დათოვლის სერებს:
ყელები უგავთ სურასა;
ზამთარი მხოლოდ აშინებს
ლაჩარს და ბუტუსურასა!
შენ ხომ არც ერთი არა ხარ,
მაშ ნუღარ დაიგვიანებ,
თუ გუნდაობას ვერ შეძლებ,
პირს მაინც გაიმზიანებ.
-მოვდივარ, შენი ჭირიმე,
ციგით და თხილამურებით,
მეც მიყვარს თვალის დატკბობა
ჯანსაღი თოვლის ყურებით!
ნახე, როგორი ბიჭი ვარ,
ციგას რომ გავასრიალებ!
ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად,
ხან თოვლში გაკოტრიალებ!
თუ გამეჯიბრე გუნდაში,-
ისე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა