შიო მღვიმელი
პოეზია

ჩემო ტკბილო საქართველოვ

ჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭირდა სიდუხჭირე, წყალს გაჰყვა და გაილესა, შენს ნაეკლარ ნიადაგზე ია-ვარდი დაითესა. მოგილოცავთ დღეის დღეს და ვისურვებ, რომ ასე რებდე: თავისუფალ გმირის სახელს საუკუნოდ ატარებდე; ვინც მოვიდეს, შეგეხიზნოს - შვებასა და ლხენას გრძნობდეს... მაისი ხომ მაისია, იანვარშიც მაისობდეს.
წყარო: https://www.aura.ge/316-leqsebi-samshobloze/19609-shio-mghvimeli--chemo-tkbilo-saqartvelov.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჩემო ტკბილო საქართველოვ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში