შალვა ამირეჯიბი
პოეზია

მიყვარდა თქვენი შლეიფი

მიყვარდა თქვენი შლეიფი, თქვენი კაბები გრძელქობა, თქვენს დღეობაში ქეიფი, თქვენი უმანკო ცელქობა, მხრებზე დაყრილი ხშირი თმა, უბე შეკრული ღილითა, საღამოს სიყვარულის თქმა და გაბუტება დილითა! ეხლა თქვენ მოკლედ იკრიჭავთ, მოკლეს ატარებთ კაბებსა, მკლავი სულ ღია მოგიჩანთ და იცხებთ ფერად აბებსა! დრო იყო, თვითონ გცოდავდით, თვალი თანთ გხდიდათ ამოსა, ახლა ჟინ დაგიცოტავდით და თვალით გაცმევთ სამოსსა!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/8121-shalva-amirejibi--mikvarda-tqveni-shleifi.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მიყვარდა თქვენი შლეიფი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში