
პაოლო იაშვილი
1995 – 1935
ბიოგრაფია
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1911 წლიდან იაშვილმა სწავლა განაგრძო ანაპაში კერძო გიმნაზიაში. თავდაპირველად დაკავებული იყო მხატვრობით, მაგრამ არ გაჰყვა ამ პროფესიას. შემორჩენილია მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობართა ნიღბების ჩანახატები. 1911 წლიდან ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში“. 1912–1913 წლებში სათავეში ედგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ „ოქროს ვერძს“. 1913 წელს გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში გატარებულმა დრომ გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. დაუახლოვდა ილია ერენბურგს. იაშვილი პარიზში შეხვდა კონსტანტინე ბალმონტს და აჩუქა მას „ვეფხისტყაოსანი“. პოეზიით გატაცებამ მას დაავიწყა ფერწერა. 1915 წელს ის გაექცა პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ ქარცეცხლსა და ქაოსს, დაბრუნდა ქუთაისში და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში.