
ნოე ჩხიკვაძე
1883 – 1920
ბიოგრაფია
დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი და შევიდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში, სადაც დაყო მხოლოდ ერთი წელი. სამშობლოში დაბრუნებული აქვეყნებდა წერილებს ხელოვნებაზე. ამავე დროს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობაც. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, დაუახლოვდა რევოლუციურ-დემოკრატიულ მწერლობას. იყო აქტიური პროპაგანდისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „ფონი“, „ერთობა“, „თეატრი და ცხოვრება“, „საქართველო“ და სხვა. ნოე ჩხიკვაძის მსოფლმხედველობა აისახა მის ლიტერატურულ შემოქმედებაში, ლექსებში, კრიტიკულ წერილებში. განსაკუთრებული აღიარება ხვდა პოეტის ლექსს „№2“, რომელშიც გადმოცემულია იმ პერიოდის ქართული საზოგადოების ბუნება-განწყობილების მოტივები. 1920 წლის 24 მაისს ახალგაზრდა პოეტი ფილტვების ანთებით მიხეილს საავადმყოფოში 36 წლის ასაკში გარდაიცვალა[2]. ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს თაოსნობით 1920 წლის 30 მაისს ამადგარი მოღვაწე დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. სიტყვები წარმოსთქვეს მწერალთა კავშირის სახელით ალ. პაპავამ, გ. ქუჩიშვილმა, ლევან ნათაძემ, იოსებ იმედაშვილმა და სხვებმა.