ნიკო რაზიკაშვილი
პოეზია

გაზაფხული

იელვა ცამა, იჭექა, ბურჯღუმ - წინწელი ჰყარაო, მოჰყვა ქვითინს და ტირილსა, ცრემლები ჩამოღვარაო. მიწამ საკინძი გაიხსნა... გულ-მკერდი მოიბანაო, მოჰყვა რთვასა და კაზმვასა, კეკლუცს ქალს დაეგვანაო. მთამ გაიღვიძა და ერთი გმირულად გაიზმარაო. გადიყრევინა თოვლ-ჭირხლი, ხევ-ხუვებს მიაბარაო, ზედაც იმაზე ქუჩქუჩად ლუსუმამ გამოჰყარაო, და დაიძახა: “გაიგეთ, ზამთარი გაიპარაო!” ჭალები ფრინვლით ივსება, ცხვარ-ძროხის ძუძუ რძითაო, ტყე და მინდორი - მწვანითა ბექ-ბუქი ბალახითაო!
წყარო: https://www.aura.ge/316-leqsebi-samshobloze/5039-niko--razikashvili--vina-tqva-saqartveloze.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა