მუხრან მაჭავარიანი
პოეზია

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! - იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!.. არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!.. სად არის იგი! - ეს ღმერთმა იცის! იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, - ათასში ერთი გამხდარა ღირსი!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/1151-muxran-matchavariani--ertistvis-erti-arsebobs-mxolod.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში